23:09 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-28 16:17:02, 1184 ნახვა

მსოფლიო
გაიდაი - ე.წ. რეფერენდუმის შედეგები ლუგანსკის რეგიონში მცხოვრებთა რაოდენობას არ ემთხვევა

ე.წ. რეფერენდუმის შედეგები არ ემთხვევა ლუგანსკის რეგიონში მცხოვრებთა რაოდენობას, -  ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა. 

როგორც გაიდაი ამბობს, რუსეთის ცნობით, ე.წ. რეფერენდუმებზე, ლუგანსკის ოლქის ოკუპირებულ ნაწილებში, თითქმის იმდენივე ადამიანმა მისცა ხმა, რამდენიც 2012 წლის ოქტომბერში უზენაესი რადას არჩევნებში. ოლქის ხელმძღვანელის თქმით, ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ჯერ კიდევ საომარი მოქმედებების დაწყებამდე, ათასობით ადამიანმა რეგიონი დატოვა.

"თვითგამოცხადებული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ "რეფერენდუმზე" 1,6 მილიონზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა. 2012 წელს კი, უკრაინის უმაღლეს რადას არჩევნებში ლუგანსკის ოლქის ამომრჩეველთა სიებში 1,829 მილიონი ადამიანი შევიდა. ამასთან, მხოლოდ 2022 წლის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში 320 ათასი მიგრანტი დარეგისტრირდა", - განაცხადა გაიდაიმ და დასძინა: „ეს თამაშები რეფერენდუმში არაფერს შეცვლის. ჩვენ დეოკუპაციისთვის ვემზადებით".

შეგახსენებთ, რომ ე.წ. რეფერენდუმები უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე 23-27 სექტემბერს მიმდინარეობდა. კრემლის მტკიცებით, რუსეთთან შეერთებას მხარი მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics