22:38 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-27 15:23:08, 4488 ნახვა

მსოფლიო
დვორჩიკი - პოლონეთი არ აპირებს იმ რუსების მიღებას, რომლებიც მხარს უჭერდნენ პუტინს და უცებ დემოკრატები გახდნენ

პოლონეთი არ აპირებს, ქვეყანაში მიიღოს რუსები, რომლებიც ნაწილობრივ მობილიზაციას გაურბიან, - უცხოური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრის კანცელარიის უფროსმა, მიხალ დვორჩიკმა განაცხადა.

მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ პოლონეთი პოლიტიკური შეხედულებების ან ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის გამო რეპრესირებული პირებისთვის საზღვრებს არ ხურავს.

„ჩვენ არ ვგეგმავთ რუსეთის მოქალაქეების მიღებას, რომლებიც აქამდე მხარს უჭერდნენ ვლადიმერ პუტინის რეჟიმს და ახლა, როდესაც მოულოდნელად გამოჩნდა იმის შესაძლებლობა, რომ მათ შეუძლიათ მხარი დაუჭირონ ამ რეჟიმს არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ აღმოჩნდნენ ფრონტზე, ისინი უცებ დიდი დემოკრატები გახდნენ და რუსეთის დატოვებას გეგმავენ. ეჭვგარეშეა, ჩვენ არ დავუჭერთ მხარს ასეთ ადამიანებს“, – განაცხადა დვორჩიკმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებულ ნაწილობრივ სამხედრო მობილიზაციას გაურბიან, თავშესაფარს არც ევროკავშირის წევრი და რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნები - ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი შესთავაზებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics