22:38 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-26 13:20:50, 1123 ნახვა

მსოფლიო
რუსეთში, სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა

წინასწარი ინფორმაციით, რუსეთში, ქალაქ იჟევსკის 88-ე სკოლაში სროლის შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ ინფრომაციას რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.

კომიტეტის ცნობით, დაღუპულთა შორის 7 მოსწავლეა.

მათივე ცნობით, ევაკუაციის დროს კიდევ 21-მა ადამიანმა მიიღო ცეცხლსასროლი ჭრილობები და დაზიანებები. მათი უმრავლესობა პირველკლასელია. დაშავდნენ ბავშვები, მათ შორის, ფანჯრებიდან გადახტომებიც. 

გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა, რომელიც სკოლას თავს დაესხა, მეოთხე სართულის 403 ოთახში თავი მოიკლა. 

შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ, რუსეთში, ქალაქ იჟევსკის 88-ე სკოლაში შავ კოსტუმში ჩაცმული მამაკაცი შევიდა, დაცვის თანამშრომელს ესროლა, შემდეგ კი ბავშვებს ცეცხლი გაუხსნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics