2022-09-21 19:41:14, 1186 ნახვა
ომი უკრაინაში
მორავიეცკი - უკრაინის განადგურება არ უნდა დავუშვათ
რუსეთი შეეცდება უკრაინის ტერიტორიის მიტაცებას. - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არც ერთმა სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას.
"ინფორმაცია ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ დადასტურდა. რუსეთი შეეცდება უკრაინის განადგურებას და მისი ტერიტორიების ნაწილის მიტაცებას. ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.
ავტორი: ექსპრესნიუსი,