21:49 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-21 17:36:56, 981 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი რუსეთის მობილიზაციაზე - პუტინს რუსი ჯარისკაცების უკრაინის სისხლში დახრჩობა სურს

პუტინს რუსი ჯარისკაცების უკრაინის სისხლში დახრჩობა სურს,- ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინის განცხადებას ნაწილობრივ მობილიზაციაზე.

ზელენსკის თქმით, მობილიზაცია აჩვენებს, რომ რუსეთის ფედერაციას პრობლემები აქვს ოფიცრებთან და სხვა სამხედრო მოსამსახურეებთან.

„ჩვენ უკვე ვიცით, რომ მოახდინეს იუნკერების მობილიზება, ბიჭების, რომლებმაც ბრძოლა არ იცოდნენ. ეს იუნკრები დაიღუპნენ. მათ სწავლაც ვერ დაამთავრეს. ყველა ეს ხალხი ვერ იბრძვის. ჩვენთან მოდიან და კვდებიან",- განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, პუტინს ფრონტზე გამარჯვების მისაღწევად მრავალმილიონიანი არმია სჭირდება, რადგან რუსული ჯარები ზარალდებიან და გარბიან ბრძოლის ველიდან.

„მას სურს უკრაინის სისხლში დახრჩობა, მაგრამ ასევე მისი ჯარისკაცების სისხლში დახრჩობა",- დასძინა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, ისინი 300 000 რეზერვისტის მობილიზებას გეგმავენ.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics