|
2022-09-21 11:03:13, 863 ნახვა
მსოფლიო
შოლცი - პუტინი იმ შემთხვევაში დათმობს თავის იმპერიულ ამბიციებს, თუ გაიაზრებს, რომ რუსეთი ომს ვერ მოიგებს
ვლადიმირ პუტინი მხოლოდ იმ შემთხვევაში დათმობს თავის იმპერიულ ამბიციებს, თუ გაიაზრებს, რომ რუსეთი ომს ვერ მოიგებს,- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ის არ მიიღებს რუსეთის ნაკარნახევ მშვიდობას. „სწორედ ამიტომ, ჩვენ არ მივიღებთ რუსეთის ნაკარნახევ მშვიდობას და ამიტომ, უკრაინამ ბრძოლის ველზე რუსეთის ჯარების მოგერიება უნდა შეძლოს",- განაცხადა შოლცმა. მისივე თქმით, იმპერიალიზმის დაბრუნება, უკრაინასთან პუტინის ომით, კატასტროფა იყო არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ გლობალური, წესებზე დაფუძნებული სამშვიდობო წესრიგისთვის. „უმწეო მზერით ვუყურებთ რუსეთს, რომელსაც სურს, დაგვაბრუნოს მსოფლიო წესრიგში, სადაც ომი პოლიტიკის საერთო საშუალებაა, დამოუკიდებელი ქვეყნები უნდა შეუერთდნენ თავიანთ ძლიერ მეზობლებს ან კოლონიალურ ბატონებს, ხოლო კეთილდღეობა და ადამიანის უფლებები საზოგადოების მხოლოდ პრივილეგირებული ფენისთვის არსებობს? თუ ერთად უზრუნველყოფთ იმ რეალობის შექმნასა და დაცვას, სადაც 21-ე საუკუნეში მსოფლიო მრავალპოლუსიან სამყაროდ დარჩება? ჩემი პასუხია, რომ ჩვენ ეს უნდა მოვახერხოთ”,- დასძინა შოლცმა. ცმონისთის, გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესია 20 სექტემბერს გაიხსნა. მისი დღის წესრიგის უმთავრესი თემაა ომი უკრაინაში. აღსანიშნავია, რომ ასამბლეაზე ასევე სიტყვით გამოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ". რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)