|
2022-09-20 10:36:10, 1425 ნახვა
სამართალი
ომბუდსმენი სტრასბურგის სასამართლოს - გთხოვთ, განიხილეთ საქართველოს განაცხადებები ფარულ მიყურადებაზე
საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება 2022 წლის 17 სექტემბერს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს დიდი მასშტაბის ფარული მიყურადებისა და თვალთვალის თაობაზე. გასაჯაროებული ინფორმაცია შეიცავდა სხვადასხვა პოლიტიკოსის მიყურადების და გადაადგილების შესახებ ვიდეო, აუდიო და წერილობით მასალებს, დახურული ჯგუფებიდან მოპოვებულ ინფორმაციას, რომელიც სავარაუდოდ, მოპოვებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების მიერ. ნინო ლომჯარია მოუწოდებს ყველა რელევანტურ პირს, მაქსიმალურად გამოიყენონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვის მექანიზმი. პარალელურად კი, მიმართავს სტრასბურგის სასამართლოს, რათა „პრიორიტეტულად განიხილოს საქართველოდან გაგზავნილი განაცხადები პირადი ცხოვრების თაობაზე, რომელიც ეხება ფარულ მიყურადებას“. „ექსპრესნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „პირველ რიგში გვსურს აღვნიშნოთ, რომ ჩანაწერის გავრცელებიდან 3 დღის შემდეგაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ გაუვრცელებია განცხადება და არ უარუყვია ის, რომ ჩანაწერში მოხსენიებული პირები არ მუშაობენ მათ სისტემაში. აღნიშნული კი, ჟურნალისტების მიერ გაცხადებულ ინფორმაციას მეტ სანდოობას სძენს. მასობრივი უკანონო სახელმწიფო მიყურადება-თვალთვალის პირობებში შეუძლებელი ხდება ადამიანის უფლებების ჯეროვანი რეალიზება. თავისუფალი არჩევნების ჩატარება, სამართლიანი სასამართლოს არსებობა, დამოუკიდებელი ინსტიტუტების ფუნქციონირება, სამოქალაქო სივრცე აქტივისტებისთვის და სხვა უფლებებით თავისუფალი სარგებლობა - ეს ყველაფერი გამოირიცხება, როდესაც პირადი ცხოვრების დაკვირვების ასეთი მასშტაბია სახეზე. სიუჟეტში წარმოდგენილი პირადი ცხოვრების მასშტაბური და ტოტალური კონტროლის ლეგიტიმური მიზანი შეუძლებელია არსებობდეს და გამართლდეს რამე სახელმწიფოებრივი ან საჯარო მიზნით. ცალკე აღნიშვნის ღირსია სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენელთა პოლიტიზების მასშტაბი, რომელიც გავრცელებულ ჩანაწერებში ნათლად იდენტიფიცირდება და სახელმწიფოს წარმომადგენელი კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან აიგივებს თავს. საქართველოში მოქმედი პირადი ცხოვრების დაცვაზე ზედამხედველობის მექანიზმები რომ არასაკმარისია, ამას არაერთხელ აღნიშნავენ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს სახალხო დამცველი. 2017 წელს მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს და მოვითხოვეთ ფარული მიყურადების მომწესრიგებელი კანონმდებლობის არაკონსტიტუციურად ცნობა არასაკმარისი გარანტიების გამო. საკონსტიტუციო სასამართლომ საქმის განხილვა 2018 წლის დასაწყისში დაასრულა და მას შემდეგ არ გამოაქვს გადაწყვეტილება, რითაც კონსტიტუციის უზენაესობის დაცვის ვალდებულებას არ ასრულებს. სამწუხაროდ არც საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმები არ მუშაობს ამ მიმართულებით (მათ არაეფექტურობაზე საუბრობდა სახელმწიფო ინსპექტორიც თავის ანგარიშებში). 2021 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერების გასაჯაროების შემდეგ სახალხო დამცველმა მოითხოვა საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმის ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პარლამენტში დაბარება, რაც არ განხორციელებულა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის დეკემბერში გააუქმა პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანო და თანამდებობიდან გაათავისუფლა მისი ხელმძღვანელი, რითაც უფრო მეტად შეასუსტა პირადი ცხოვრების დაცვაზე ზედამხედველი სისტემის ეფექტურობა. თუმცა, აქვე პირადი ცხოვრების უფლების ეფექტიანი დაცვის მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა რელევანტურ პირს, მაქსიმალურად გამოიყენონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვის მექანიზმი. პარალელურად, ვთხოვთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, პრიორიტეტულად განიხილოს საქართველოდან გაგზავნილი განაცხადები პირადი ცხოვრების თაობაზე, რომელიც ეხება ფარულ მიყურადებას“,- წერია ომბუდსმენის განცხადებაში.
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)