2022-09-19 12:02:37, 2237 ნახვა
ომი უკრაინაში
Energoatom - ოკუპანტებმა სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგური დაბომბეს
რუსეთის არმიამ რაკეტები ესროლა სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის ინდუსტრიულ ზონას,- ამის შესახებ უკრაინულმა სახელმწიფო კომპანია „Energoatom“-მა განაცხადა.
როგორც Energoatom-ში აღნიშნავენ, დარტყმის ტალღამ ატომური ელექტროსადგურის შენობები დააზიანა დაგამორთო სამი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი.
„დღეს, 2022 წლის 19 სექტემბერს, 00:20 საათზე, რუსეთის არმიამ რაკეტები ესროლა სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის ინდუსტრიულ ზონას. ძლიერი აფეთქება სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის რეაქტორებიდან სულ რაღაც 300 მეტრში მოხდა“,- ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, სადგურის თანამშრომლებს შორის მსხვერპლი არ ყოფილა.
კომპანიის განცხადებით, რუსების ბირთვული ტერორიზმის აქტები საფრთხეს უქმნის მთელ მსოფლიოს და ისინი სასწრაფოდ უნდა შეწყდეს ახალი კატასტროფის თავიდან ასაცილებლად.
ავტორი: ექსპრესნიუსი,