|
2022-09-18 17:17:13, 1024 ნახვა
მსოფლიო
აზერბაიჯანის საგარეო - პელოსის უსაფუძვლო და უსამართლო ბრალდებები აზერბაიჯანის მისამართით მიუღებელია
პელოსის უსაფუძვლო და უსამართლო ბრალდებები აზერბაიჯანის მისამართით მიუღებელია,- ასე გამოეხმაურა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის განცხადებას. როგორც სამინისტროში აცხადებენ, პელოსის მიერ ერევანში გაკეთებული განცხადება უნდა ჩაითვალოს „სომხური პროპაგანდის საფუძველზე გაკეთებულ განცხადებად, რაც სერიოზულ დარტყმას წარმოადგენს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობებზე“. „ზოგადად, პელოსი ცნობილია როგორც პროსომხური პოლიტიკოსი და მის დელეგაციაში კონგრესის პროსომხური წევრების ყოფნა ამის დასტურია. კონგრესის შუალედური არჩევნების პერიოდის მოახლოების გათვალისწინებით, პელოსი ამ ვიზიტს თავისი შიდა პოლიტიკური დღის წესრიგისთვის და აშშ-ში სომხური ლობისტური წრეების მხარდაჭერის მოსაპოვებლად იყენებს. აშშ-ის შიდა პოლიტიკური დღის წესრიგიდან, პოლიტიკური ინტრიგებისა და ინტერესების ლობირების სომხეთის მეშვეობით სამხრეთ კავკასიის რეგიონში გადატანა, დაუშვებელია“,- აღნიშნულია განცხადებაში. მათივე ცნობით, ასეთი ცალმხრივი ნაბიჯები და უსაფუძვლო განცხადებები ემსახურება რეგიონში არა მყიფე მშვიდობის განმტკიცებას, არამედ, პირიქით, დაძაბულობის ესკალაციას. ცნობისთის, პელოსმა ერევანში სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზხე განაცხადა, რომ კონგრესის სახელით მკაცრად გმობს აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთზე თავდასხმას, რომელიც საფრთხეს უქმნის სამშვიდობო შეთანხმების საჭირო პერსპექტივებს. პელოსის თქმით, ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის კონგრესის ვალდებულებები, იმუშაოს უსაფრთხოების, ეკონომიკის და დემოკრატიის საკითხებზე სომხეთსა და რეგიონში. შეგახსენებთ, რომ სამშაბათს ღამით, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე საომარი მოქმედებები დაიწყო, მხარეებმა ერთმანეთი პროვოკაციებში დაადანაშაულეს. ერევანმა დილით მიმართა რუსეთს, CSTO-ს და გაეროს უშიშროების საბჭოს. სომხეთის ცნობით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ქვეყნის ტერიტორიაზე საარტილერიო ცეცხლი გახსნეს. ერევნის ცნობით, ბაქომ გამოიყენა დრონები და ასევე მიიღო "მოქმედებები პოზიციების წინსვლისთვის" ზოგიერთ რაიონში. დაზარალდა საზღვარზე მდებარე ტერიტორიები - გეღარქუნიკის, ვაიოც ძორის, სიუნიქის რეგიონები (აკავშირებს სომხეთს ირანთან ), რომლებიც არ არის დაკავშირებული მთიან ყარაბაღთან . ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს.
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)