|
2022-09-18 12:12:11, 1195 ნახვა
ეკონომიკა
არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაცია აქტიურად მიმდინარეობს
დღეისათვის, უკვე გადამუშავებულია 2,000 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი; ფერმერებმა, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ლარის შემოსავალი უკვე მიიღეს. პროცესი გაგრძელდება 15 დეკემბრამდე, მოსავლის სრულად დაბინავებამდე,- განაცხადა არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის შტაბის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ. „შიდა ქართლის მხარის რწმუნებულ მიხეილ შაყულაშვილის განცხადებით, გორში შექმნილი შტაბი რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავებს, რათა მოხდეს მიღებული მოსავლის ორგანიზებული ჩაბარება და დაბინავება. არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2022 წლის 15 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდიან; სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
სარაკეტო დარტყმების შემდეგ ბელგოროდში კვლავ გაითიშა ელექტროენერგია, წყლისა და გაზის მიწოდება შეწყდა
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)