20:42 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-14 16:40:03, 1037 ნახვა

მსოფლიო
სომხეთი - არსებობს რისკი, რომ აზერბაიჯანთან შეტაკებები ომში გადაიზარდოს

არსებობს რისკი, რომ აზერბაიჯანთან შეტაკებები ომში გადაიზარდოს,- ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ისომხეთის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან ერთად, ქვეყანა მოუწოდებს დიდ სახელმწიფოებს მეტი ყურადღება მიაქციონ მძიმე ვითარებას, რომელმაც შესაძლებელია, რომ ყოფილ საბჭოთა კავშირში კიდევ ერთი დიდი კონფლიქტი გამოიწვიოს.

„თქვენ იცით, რამდენად მყიფეა სიტუაცია ჩვენს რეგიონში. სიტუაცია, როგორც ახლა აღვნიშნეთ, აგრძელებს ესკალაციას”,- განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პარუირ ხოჰანისიანმა.

შეგახსენებთ, რომ სამშაბათს ღამით, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე საომარი მოქმედებები დაიწყო, მხარეებმა ერთმანეთი პროვოკაციებში დაადანაშაულეს. ერევანმა დილით მიმართა რუსეთს, CSTO-ს და გაეროს უშიშროების საბჭოს.

სომხეთის ცნობით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ქვეყნის ტერიტორიაზე საარტილერიო ცეცხლი გახსნეს.

ერევნის ცნობით, ბაქომ გამოიყენა დრონები და ასევე მიიღო "მოქმედებები პოზიციების წინსვლისთვის" ზოგიერთ რაიონში.

დაზარალდა საზღვარზე მდებარე ტერიტორიები - გეღარქუნიკის, ვაიოც ძორის, სიუნიქის რეგიონები (აკავშირებს სომხეთს ირანთან ), რომლებიც არ არის დაკავშირებული მთიან ყარაბაღთან .

მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სომხური მხრიდან 49, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან 50 სამხედრო დაიღუპა.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს.

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics