13:15 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-14 11:33:24, 1324 ნახვა

სამართალი
ნეკა დოროყაშვილი - ნიკოლოზი, ჩემი დასჯის მიზნით, საბანკო ბარათს ბლოკავდა - მივსულვარ მარკეტში, მიყიდია და ვერ ვიხდიდი

ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის ცოლი, ნეკა დოროყაშვილი აცხადებს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი მასზე მანიპულირებდა, როდესაც უმუშევარი იყო და საოჯახო ბიუჯეტი იყო საერთო. 

როგორც ნეკა დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, როდესაც მოხდებოდა რაიმე სახის კონფლიქტი, ბასილაშვილი,დასჯის მიზნით, საბანკო ბარათს უბლოკავდა.

"როდესაც მოხდებოდა რაიმე სახის კონფლიქტი, ის ბლოკავდა კარტას ჩემი დასჯის მიზნით. წამიყვანია ბავშვი მაგალითად ექიმთან, აფთიაქში მივსულვარ, სუპერმარკეტში - მიყიდია ნივთები, დამიდია “კარტა” და ვერ ვიხდიდი. ეს იყო ძალიან ხშირი. ნიკოლოზს სურდა შევხვეწებოდი 1-2 კვირა რომ აეხსნა ბლოკი, ამას აკეთებდა ჩემი მანიპულაციის მიზნით, რომ დავეკნინებინე, - აღნიშნა ნეკა დოროყაშვილმა.

ცნობისთვის, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით 22 მაისს დააკავეს. მოგვიანებით კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გასაჯაროებულ უმძიმეს კადრებთან დაკავშირებით, შსს-ს განცხადება დამატებით კითხვებს აჩენს - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
სანქციებია საჭირო - ევროპარლამენტარი პოლიციის მიერ ხალხის ცემაზე
ანა ნაცვლიშვილი პოლიციის მიერ ადამიანების ცემა-წამებაზე შსს-ს კითხვებით მიმართავს
კუპრაძე პოლიციელების ძალადობაზე - დაისაჯონ, გამოაშკარავდეს ყველა დამნაშავე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics