2022-09-13 18:27:49, 1597 ნახვა
ომი უკრაინაში
პესკოვი - უკრაინასთან ომში რუსეთი ჯერ არ განიხილავს ჯარის სრულ მობილიზებას
რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთი ჯერ არ განიხილავს ჯარის სრულ მობილიზებას. - ამის შესახებ კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბოლო დღებში გაავრცელებული ინფორმაციები მცდარია, რადგან რუსები ერთიანად აგრძელებენ პრეზიდენტი პუტინის მხარდაჭერას.
"რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთი ჯერ არ განიხილავს ჯარის სრულ მობილიზებას, რუსები მხარს უჭერენ პრეზიდენტს და ეს ხალხის განწყობით დასტურდება. ხალხი ერთიანდება სახელმწიფოს მეთაურის გადაწყვეტილებების გარშემო". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,