13:15 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-13 10:55:39, 1094 ნახვა

სამართალი
შსს - ზუგდიდში დავაკავეთ 18 წლის ბიჭი, რომელმაც მაღაზიიდან 32 ტელეფონი და მაჯის საათი მოიპარა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, 2004 წელს დაბადებული პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზუგდიდში მდებარე კომპანია "ელიტ ელექტრონიქსის" მაღაზიიდან მობილური ტელეფონები და მაჯის საათი მოიპარა.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნაქურდალი ნივთები - სხვადასხვა ფირმის 32 მობილური ტელეფონი და მაჯის საათი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ბრალდებული ასევე მხილებულია რამდენიმე დღით ადრე ამავე მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებითა და მე- 4 ნაწილის ,,ბ,, ქვეპუნქტით, რაც სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ დიდი ოდენობით ქურდობას გულისხმობს.

დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გასაჯაროებულ უმძიმეს კადრებთან დაკავშირებით, შსს-ს განცხადება დამატებით კითხვებს აჩენს - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
სანქციებია საჭირო - ევროპარლამენტარი პოლიციის მიერ ხალხის ცემაზე
ანა ნაცვლიშვილი პოლიციის მიერ ადამიანების ცემა-წამებაზე შსს-ს კითხვებით მიმართავს
კუპრაძე პოლიციელების ძალადობაზე - დაისაჯონ, გამოაშკარავდეს ყველა დამნაშავე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics