2022-09-12 21:47:20, 1708 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის პროკურატურა - ხარკოვის გათავისუფლებულ სოფელში უკრაინელმა სამართალდამცავებმა 4 ადგილობრივის ცხედარი იპოვეს
ხარლოვის გათავისუფლებულ სოფელში უკრაინელმა სამართალდამცავებმა 4 ადგილობრივის ცხედარი იპოვეს. - ამის შესახებ უკრიანის პროკურატურამ განაცხადა.
მათივე თქმით, გარდაცვლილებს სხეულზე წამების კვალი აღენიშნებათ.
"რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებული ხარკოვის ოლქის სოფელ ზალიზნიჩნოეში უკრაინელმა სამართალდამცავებმა 4 ადგილობრივის ცხედარი იპოვეს, რომლებსაც სხეულზე წამების კვალი აღენიშნებათ". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,