2022-09-12 21:05:33, 1735 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინა მინსკის შეთანხმებას არ დათანხმდება, ის ცარიელი ქაღალდია
უკრაინა არ დათანხმდება მინსკის შეთანხმების არცერთ ვერსიას. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინელები თავიანთი სახელმწიფოს ტერიტორიების გათავისუფლებას ცდილობენ.
"ვიცი, რომ ზოგიერთი ქვეყანა გვიბიძგებს "მინსკის პროცესამდე". მინდა, რომ მსოფლიომ გაიგოს, დიპლომატიური გადაწყვეტა და "მინსკი"-2-3-5-10" სხვა რამეა. "მინსკი" ცარიელი ქაღალდია, რომ რუსეთს მიეცეს დასვენების საშუალება შემდეგ შეჭრამდე". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,