2022-09-11 14:43:55, 1889 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - რუსეთი გადაიხდის ვალს ნგრევისთვის, მკვლელობებისთვის, ძალადობისთვის, ძარცვისთვის
რუსეთი გადაიხდის მთელ ვალს ნგრევისთვის, მკვლელობებისთვის, ძალადობისთვის, ძარცვისთვის. იურიდიულად და ფიზიკურა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე წერს.
მისი თქმით, რუსეთს არ გამოუვიდა მისი მცდელობა გაენადგურებინა უკრაინა და დაეჩოქებინა ევროპა.
"უკრაინის გმირობის 200 დღე… რუსეთი ცდილობდა უკრაინის განადგურებას, მისი თავისუფლების დამცირებას და ევროპის დაჩოქებას. მაგრამ დღეს უკვე გასაგებია, რომ რუსეთი გადაიხდის მთელ ვალს ნგრევისთვის, მკვლელობებისთვის, ძალადობისთვის, ძარცვისთვის. იურიდიულად და ფიზიკურად.",- წერს პოდოლიაკი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს ხარკოვის ოლქის ქალაქი კუპიანსკი, რომელიც ომის დასაწყისში რუსეთის ჯარებმა დაიკავეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,