20:04 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-10 23:20:32, 1599 ნახვა

მსოფლიო
მოლდოვის ხელისუფლებამ Air Moldova-ს მოსკოვში ფრენების განახლება აუკრძალა

მოლდოვას სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციამ აუკრძალა ავიაკომპანია Air Moldova-ს და სხვა ეროვნულ ავიაკომპანიებს მოსკოვში ფრენების განახლება. ამის შესახებ მოლდოვის ვიცე-პრემიერმა ანდრეი სპინუმ განაცხადა.

მისი თქმით, აკრძალვა შემოღებულ იქნა „საავიაციო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.

ერთი დღით ადრე, Air Moldova-მა განაცხადა, რომ 1 ოქტომბრიდან განაახლებს ფრენებს კიშინიოვსა და მოსკოვს შორის. „მიღებული გადაწყვეტილება მოლდოვის რესპუბლიკის მოქალაქეების არაერთი მიმართვის შედეგია, რომლებსაც სურთ სახლში დაბრუნება ან ოჯახებთან გაერთიანება“, - აცხადებენ ავიაკომპანიაში.

მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარემ, იგორ გროსუმ Air Moldova-ის განცხადებას „მანიპულაცია და დეზინფორმაცია“ უწოდა. „კომპანია, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე კრიმინალის საკუთრებაშია, მანიპულირებს და დეზინფორმაციას ახორციელებს, რათა პროვოცირება მოახდინოს და ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოახდინოს. ასეთი ამბების საფუძველი არ არსებობს“, - განაცხადა მან.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მოლდოვამ შეწყვიტა საჰაერო კომუნიკაცია რუსეთის ფედერაციასთან. ასევე, რუსეთში ფრენები შეაჩერეს ევროკავშირის ქვეყნებმა, აშშ-მ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა. 2022 წლის აპრილში ევროკავშირმა დაამატა აეროფლოტი და კიდევ 20 რუსული ავიაკომპანია სახიფათო გადამზიდავების სიაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics