|
2022-09-07 14:05:13, 1719 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
7 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ლევან კაკავამ და კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მხარეები შეთანხმდნენ, თავისუფალი, ჯანსაღი და კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, აქტიურად ითანამშრომლონ. მემორანდუმის თანახმად, იმ შემთხვევების დროს, როდესაც სააგენტო ვერ ახერხებს წერილობითი კორესპონდენციის ადრესატისათვის ჩაბარებას, შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს აღნიშნული კორესპონდენციის ადრესატისათვის გაგზავნას გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული გვერდის მეშვეობით.
შეხვედრას ესწრებოდნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილეები პაატა კილაძე და ლევან წითელაშვილი, ასევე კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ფერაძე. მემორანდუმი ძალაში შედის მხარეების მიერ, მისი ხელმოწერის თარიღიდან.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)