19:32 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-07 13:29:32, 1211 ნახვა

მსოფლიო
ესტონეთის პრემიერი - საქართველოსა და უკრაინაში კრემლის მიერ დაწყებული აგრესიის გამო, რუსეთის არდასჯა შეცდომა იყო

საქართველოსა და უკრაინაში კრემლის მიერ დაწყებული აგრესიის გამო, რუსეთის არდასჯა შეცდომა იყო,- ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასსმა Welt- თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ვერცერთი ქვეყანა ვერ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ, თუ რუსეთის შეჩერება უკრაინაში ვერ მოხერხდება.  

"ახლა ჩვენ აღარ უნდა ვიყოთ რბილები. ერთადერთი გამოსავალი არის რუსეთმა თავის საზღვრებში უკან დაიხიოს. რათა პუტინმა არაფერი დაკარგოს, მაგრამ არც მოიგოს. ყველაფერი დანარჩენი ნიშნავს, რომ მას აგრესიამ შედეგი გამოიღო. ეს იქნებოდა მოწვევა და ვერც ერთი სახელმწიფო ვერ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ“,- განაცხადა კალასმა.

მისივე თქმით, ყველას ვალდებულებაა, რომ უკრაინას თავის დაცვაში დაეხმაროს.

"ამიტომ, ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას თავის დაცვაში. ვფიქრობ, ჩვენ ყველამ მეტი უნდა გავაკეთოთ ამისთვის",- დასძინა ესტონეთის პრემიერმა.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics