2022-09-02 21:01:19, 1771 ნახვა
ომი უკრაინაში
ევროკავშირი უკრაინას 5 მილიარდი ევროთი დაეხმარება
ევროკავშირი უკრაინის დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს 5 მილიარდი ევროს ოდენობით. - განაცხადა Bloomberg-მა დიპლომატებზე დაყრდნობით.
მათივე თქმით, ევროკომისია საკრედიტო პაკეტს უკვე მომავალ კვირას წარადგენს.
"ევროკავშირი უკრაინის დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს 5 მილიარდი ევროს ოდენობით, ევროკომისია საკრედიტო პაკეტს უკვე მომავალ კვირას წარადგენს. თანხა განკუთვნილია გადაუდებელი ხარჯების, მათ შორის ხელფასებისა და შეღავათების დასაფარად". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,