2022-09-02 19:41:13, 1816 ნახვა
ომი უკრაინაში
ფინეთი უკრაინას 35 მილიონი ევროს ღირებულების ჰუმანიტარული დახმარების პაკეტს გადასცემს
ფინეთი უკრაინას 35 მილიონი ევროს ღირებულების ჰუმანიტარული დახმარების პაკეტს გადასცემს. - ამის შესახებ ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
მისივე თქმით, ჯერ კიდევ ივლისში, ქვეყნის მთავრობამ უკრაინის მხარდასაჭერად 70 მლნ ევრო გამოყო.
"ფინეთი უკრაინას 35 მილიონი ევროს ღირებულების ჰუმანიტარული დახმარების პაკეტს გადასცემს, ჯერ კიდევ ივლისში, ქვეყნის მთავრობამ უკრაინის მხარდასაჭერად 70 მლნ ევრო გამოყო. ამ თანხების ნახევარი კი უკვე დარიცხულია". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,