22:30 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-02 15:44:32, 2113 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდინი - თუ ევროპას სურს თავი დააღწიოს ენერგეტიკულ კრიზისს, მას სჭირდება Nord Stream 2-ის განახლება

იმისათვის, რომ ევროპამ თავი დააღწიოს ენერგეტიკულ კრიზისს მას სჭირდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმება და Nord Stream 2-ის განახლებაა. - ამის შესახებ დუმას სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ევროპა აირჩევს მეორე გზას და გააგრძელებს სანქციების დაწესებას რუსეთისთვის კიდევ უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის საკუთარ ეკონომიკასა და მოქალაქეებს.

"სიმართლის თქმის დრო დადგა ევროპელი ლიდერებისთვის. მათ ორი არჩევანი აქვთ იმ სიტუაციაში, რაც თავიანთ თავებს თვითონ შეუქმნეს: პირველი, ეს არის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული უკანონო სანქციების მოხსნა და Nord Stream 2-ის განახლება. მეორე - არსებული ვითარების შენარჩუნება, რაც კიდევ მეტ პრობლემას შექმნის ეკონომიკაში და მოქალაქეებს ცხოვრებას კიდევ უფრო გაურთულებს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics