18:57 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-02 14:09:30, 1087 ნახვა

მსოფლიო
რომის პაპი - დღეს მსოფლიოში მესამე მსოფლიო ომი მიმდინარეობს

დღეს მსოფლიოში მესამე მსოფლიო ომი მიმდინარეობს,- ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა.

ფრანცისკეს თქმით, მსოფლიომ უკრაინელი ხალხისთვის „განსაკუთრებული სახით“ უნდაილოცოს.

მისივე თქმით, ყველას ახსოვს მეორე მსოფლიო ომის დასაწყისი, რომელმაც ძალიან მტკივნეული კვალი დატოვა, დღეს კი მსოფლიო მესამეს განიცდის.

„დაე, წარსული გამოცდილების ხსოვნამ გაგამხსოვროთ მშვიდობა საკუთარ თავში, ოჯახებში, საზოგადოებრივ და საერთაშორისო ცხოვრებაში“,- განაცხადა პაპმა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე რომის პაპი უკრაინულმა მხარემ არაერთხელ გააკრიტა მისი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების გამო. 

ბოლო შემთხვევა უკავშირდება მის განცხადებას მოსკოვში მოკლული რუსი პროპაგანდისტის ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინის შესახებ.

რომის პაპის თქმით, ის ომის უდანაშაულო მსხვერპლი იყო. 

ამის შემდეგ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ და უკრაინის ელჩმა ვატიკანში ანდრეი იურაშმა გააკრიტიკეს ფრანცისკე, რის გამოც ვატიკანი იძულებული გახდა პონტიფიკოსის სიტყვებისთვის დამატებითი განმარტება გაეკეთებინა.

 

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics