|
2022-08-31 10:36:32, 3336 ნახვა
მსოფლიო
რუსეთმა მთლიანად შეაჩერა ევროპისთვის მთავარი მილსადენით გაზის მიწოდება
რუსეთმა მთლიანად შეაჩერა ევროპისთვის მთავარი მილსადენით გაზის მიწოდება და განაცხადა, რომ შეზღუდა სარემონტო სამუშაოებით არის განპირობებული, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. რუსული სახელმწიფო ენერგეტიკული გიგანტის "გაზპრომის" განმარტებით, შეზღუდვები Nord Stream 1-ის მილსადენზე მომდევნო სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. რუსეთმა უკვე მნიშვნელოვნად შეამცირა გაზის ექსპორტი მილსადენით. Nord Stream 1 მილსადენი გადაჭიმულია 1200 კილომეტრზე (745 მილი) ბალტიის ზღვის ქვეშ რუსეთის სანაპიროდან სანკტ-პეტერბურგის მახლობლად ჩრდილო-აღმოსავლეთ გერმანიამდე. ის 2011 წელს გაიხსნა და რუსეთიდან გერმანიაში დღეში მაქსიმუმ 170 მილიონი კუბური მეტრი გაზის გაგზავნა შეუძლია. მილსადენი ივლისში 10 დღით დაიხურა - რუსეთის თანახმად, ისევ სარემონტოდ - და ახლახან ფუნქციონირება მხოლოდ 20% სიმძლავრით გაანახლა "გაუმართავ აღჭურვილობის" გამო. ევროპელი ლიდერები შიშობენ, რომ რუსეთმა შესაძლოა გაახანგრძლივოს გათიშვა გაზის ფასების გაზრდის მცდელობით, რომელიც უკვე გაიზარდა 400%-ით. სამშაბათს, საფრანგეთის ენერგეტიკის მინისტრმა გარდამავალმა მინისტრმა აგნეს პანიერ-რუნაშერმა დაადანაშაულა რუსეთი "გაზის, როგორც ომის იარაღად გამოყენებაში".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)