18:24 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-30 14:56:33, 1575 ნახვა

მსოფლიო
პოდოლიაკი - რუსეთი დაბომბავს დერეფნებს, რომლითაც გაეროს ექსპერტთა ჯგუფი ატომურ ელექტროსადგურამდე უნდა მივიდეს

ყველაფერი პროგნოზირებადია. რუსეთი მიზანმიმართულად დაბომბავს დერეფნებს, რომლებითაც გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია უნდა მივიდეს ატომურ ელექტროსადგურამდე,-ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის პოზიცია კვლავ უცვლელი რჩება.

„ყველაფერი პროგნოზირებადია. რუსეთი მიზანმიმართულად დაბომბავს დერეფნებს, რომლებითაც გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია უნდა მივიდეს ატომურ ელექტროსადგურამდე. ყველაფერი, რაც შესთავაზებს გავლას ყირიმში. უკრაინის პოზიცია უცვლელი რჩება. შესვლა შესაძლებელია მხოლოდ უკრაინის კონტროლირებადი ტერიტორიით. დემილიტარიზაცია ატომური ელექტროსადგურის. რუსული ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანა. სადგურზე მხოლოდ უკრაინელი პერსონალი“,- წერს პოდოლიაკი.

ცნობისთვის, გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ექსპერტთა 14-კაციანი ჯგუფი კიევში დღეს ჩაფრინდა. 

შეგახსენებთ, რომ 25 აგვისტოს ისტორიაში პირველად, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გაჩერდა, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. 

დღის განმავლობაში მიღებულ იქნა ინფორმაცია ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის შესახებ.

სადგურის გაჩერების ინციდენტს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც და აღნიშნა, რომ რუსეთმა უკრაინა და ყველა ევროპელი ჩააყენა იმ სიტუაციაში, როდესაც რადიაციულ კატასტროფას ერთი ნაბიჯი აშორებდათ.

მისივე თქმით, ისტორიაში პირველად, მოხდა ისე, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გაჩერდა, რასაც შეიძლებოდა მოყოლოდა რადიაციული ავარიის შედეგები.

ამასთან, 26 აგვისტოს, ბირთვულმა ოპერატორმა Energoatom-მა განაცხადა, რომგაჩერებული ზაპოროჟიეს ერთ-ერთი ელექტროსადგური მიუერთდა ელექტრო ქსელს და ემატება სიმძლავრე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
ივანკა ტრამპზე თავდასხმის მომზადების ბრალდებით ირანის IRGC-ს გაწვრთნილი ტერორისტი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics