2022-08-30 13:23:21, 2413 ნახვა
ომი უკრაინაში
არესტოვიჩი - კონტრშეტევა არ იქნება სწრაფი, მაგრამ ყველა დასახლებულ პუნქტზე უკრაინის დროშის აღმართვით დასრულდება
უკრაინის კონტრშეტევა ქვეყნის სამხრეთში იქნება ნელი ოპერაცია მტრის დასამარცხებლად,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩევლმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.
მისი თქმით, კონტრშეტევა დასრულდება უკრაინის დროშის აღმართვით უკრაინის ყველა დასახლებულ პუნქტზე
„ეს პროცესი არ იქნება სწრაფი, მაგრამ დასრულდება უკრაინის დროშის აღმართვით უკრაინის ყველა დასახლებულ პუნქტზე”,- განაცხადა არესტოვიჩმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 29 აგვისტოს, კახოვკას შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა ჯგუფმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები სამხრეთში კონტრშეტევაზე გადავიდნენ.
მათივე თქმით, რუსეთის საოკუპაციო ძალების ნაწილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ზეწოლის გამო, უკვე გარბიან ოკუპირებული პოზიციებიდან ხერსონის რეგიონში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,