18:24 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-30 10:58:44, 1808 ნახვა

მსოფლიო
ერაყში მუქთადა ალ სადრის მომხრეებს შორის შეტაკებას 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ერაყის დედაქალაქში უსაფრთხოების ძალებსა და გავლენიანი შიიტი სასულიერო პირის მუქთადა ალ სადრის მომხრეებს შორის შეტაკებებისას სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა, ათობით ადამიანი კი დაშავდა.

ალ-სადრის მომხრეები ბაღდადის „მწვანე ზონაში“ მთავრობის შენობაში შეიჭრნენ. არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც შიიტმა სასულიერო პირმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

 ქუჩაში ისმოდა სროლის ხმა. არეულობა ერაყის სამხრეთით მდებარე რამდენიმე ქალაქშიც გავრცელდა.

ერაყის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მუსტაფა ალ-ქადიმიმ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და ქვეყანაში კომენდანტის საათი გამოცხადდა.

შეტაკებები ძირითადად ერაყის დედაქალაქის მწვანე ზონაში მიმდინარეობდა. არეულობის გამო ნიდერლანდების საელჩოს თანამშრომლები იძულებულები გახდნენ, გერმანიის მისიის შენობაში გადასულიყვნენ.

შეტაკებების გამო ირანმა ერაყთან საზღვარი ჩაკეტა, ქუვეითმა კი თავის მოქალაქეებს ერაყის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა.

„ბიბისის“ ცნობით, შეტაკებების ნაწილი ალ სადრის მხარდამჭერი „მშვიდობის ბრიგადების“ მებრძოლებსა და ერაყის შეიარაღებული ძალების წევრებს შორის მიმდინარეობდა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ზოგიერთი მებრძოლი მძიმე შეიარაღებას იყენებს.

მუსტაფა ალ-ქადიმიმ სასულიერო პირს ჩარევისკენ და ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. მოგვიანებით ალ-სადრმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ შიმშილობა დაიწყო, ვიდრე ძალადობა და იარაღის გამოყენება არ შეწყდება.

ერაყში საპროტესტო აქციები და პოლიტიკური კრიზისი გასული წლის ოქტომბერში დაიწყო, როდესაც ალ სადრის პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი მანდატი მოიპოვა, თუმცა მთავრობის ჩამოსაყალიბებლად საკმარისი ხმები ვერ დააგროვა. ალ სადრმა უარი განაცხადა პროირანულ შიიტ მეტოქეებთან მოლაპარაკებებზე, რამაც ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობა შექმნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
ივანკა ტრამპზე თავდასხმის მომზადების ბრალდებით ირანის IRGC-ს გაწვრთნილი ტერორისტი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics