|
2022-08-29 14:16:44, 2557 ნახვა
მსოფლიო
შოლცი მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებასა და მასში საქართველოს, უკრაინისა და სხვა ქვეყნების გაწევრიანებას
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას და მასში საქართველოს, უკრაინას, მოლდოვა გაწევრიანებას. ამის შესახებ კანცლერმა პრაღაში კარლის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მას ასევე დასძინა, რომ ეტაპობრივი გადასვლა უმრავლესობის კენჭისყრაზე გადადგმული ნაბიჯია ბლოკის ზრდისკენ, რაზეც ის მოუწოდებს ევროკავშირის 27 წევრს „დაახლოონ რიგები, მოაგვარონ ძველი კონფლიქტები და იპოვონ ახალი გადაწყვეტილებები“. გამოსვლაში სათაურით "ევროპა ჩვენი მომავალია", მან თქვა "ჩვენი ერთიანი ევროპის ზეგავლენა ბევრად უფრო ძლიერად უნდა ავიტანოთ... ევროპა ჩვენი მომავალია. და ეს მომავალი ჩვენს ხელშია". შოლცმა ხაზი გაუსვა გერმანიის ერთგულებას ევროკავშირის გაფართოებისადმი და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბლოკში უნდა გაერთიანდნენ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, უკრაინა, მოლდოვა და, საბოლოოდ, საქართველოც. „თუმცა, ამ გაფართოებულ კავშირში, წევრ ქვეყნებს შორის განსხვავებები გაიზრდება პოლიტიკური ინტერესების, ეკონომიკური გავლენისა და სოციალური უსაფრთხოების სისტემების უზრუნველყოფის კუთხით. დღეს, სადაც ერთსულოვნებაა საჭირო, ინდივიდუალური ქვეყნის მხრიდან ვეტოს უფლების გამოყენების და დანარჩენი წევრი ქვეყნების წინსვლისთვის ხელის შეშლის რისკი იზრდება ყოველი დამატებითი წევრი ქვეყნის მიღებისას. ამიტომ, მე შევთავაზე საერთო საგარეო პოლიტიკაში უმრავლესობის კენჭისყრაზე ეტაპობრივი გადასვლა, ისევე როგორც სხვა სფეროებში, როგორიცაა გადასახადების პოლიტიკა", -განაცხადა შოლცმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)