|
2022-08-26 13:59:49, 1322 ნახვა
მსოფლიო
ალიევი - აზერბაიჯანელები ქალაქ ლაჩინში დავბრუნდით, სოფელი ზაბუჰო და სუსი აღებულია
დღეს, 26 აგვისტოს, ჩვენ აზერბაიჯანელები ქალაქ ლაჩინში დავბრუნდით, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, აზერბაიჯანის არმია ქალაქ ლაჩინში განლაგდა და სოფელი ზაბუჰო და სუსი კონტროლქვეშ აიღო. "დღეს, 26 აგვისტოს, ჩვენ აზერბაიჯანელები ქალაქ ლაჩინში დავბრუნდით. აზერბაიჯანის არმია ქალაქ ლაჩინში განლაგდა. სოფელი ზაბუჰო და სუსი აღებულია კონტროლქვეშ. ამ მოვლენასთან დაკავშირებით, ვულოცავ ყველა ლაჩინელსა და აზერბაიჯანელ ხალხს. გაუმარჯოს ლაჩინს! გაუმარჯოს აზერბაიჯანს!" , - წერს ალიევი Twitter-ზე. ლაჩინის კორიდორი გახლავთ სომხეთსა და მთიან ყარააბღს შორის დამაკავშირებელი სატრანსპორტო კორიდორი და რომელზედაც დღემდე კონტროლს რუსულ-სომხური სამხედრო ნაწილები ახორციელებდნენ. თუმცა, დაახლოებით 1 თვის წინ, აზერბაიჯანელთა ჯერ სიტყვიერი გაფრთხილებისა და შემდგომ მცირე მასშტაბის სამხედრო ოპერაციის ჩატარების ფონზე, რითაც ბაქომ მსხვილმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების დაწყბება დაანონსა, რუსულ-სომხური მხარე იძულებული გახდა, რომ შეესრულებინათ ყარაბაღის მე-2 ომის დასრულების შემდეგ, სამშვიდობო ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება და დაგვიანებით, თუმცა მაინც გადასცეს სრული კონტროლი ლაჩინის კორიდორზე, ქ.ლაჩინზე და მიმდიბარე სტრატეგიულ დასახლებებებზე, აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს. ლაჩინის რაიონში მცხოვრებ ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას, რომელთაც არ სრუდათ აზერბაიჯანის კონტროლში მოქცევა, მიეცა ვადა,რათა დაეტოვებინათ აზერბაიჯანული ტერიტორია, იმ გზით, რომელიც აზერაიჯანულმა მხარმ დააგო და რომლის დაგების პროცედურები, სამშვიდობო ხელშეკრულების გათვალისწინებით, გაცილებით ადრე სომხურ მხარეს უნდა ეზრუნველყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)