|
2022-08-26 10:02:21, 1218 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენი ზელენსკის ესაუბრა - მხარეები რუსეთს მიმართვას უგზავნიან
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართეს. ამის შესახებ ინფორმაცია თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. საუბრის თემა შეეხებოდა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს. მხარეები მოუწოდდებენ რუსეთს, რომ დაუბრუნოს კონტროლი უკრაინას. „ორივე ლიდერმა ასევე მოუწოდა რუსეთს უკრაინას დაუბრუნოს ზაპორიჟჟიას ატომური ელექტროსადგურის სრული კონტროლი და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სადგურზე წვდომა მისცეს“, - ნათქვამია განცხადებაში. ბაიდენმა ასევე მიულოცა უკრაინას დამოუკიდებლობის დღე და აღფრთოვანება გამოხატა უკრაინელი ხალხის მიმართ, რომლებმაც "შთააგონეს მსოფლიო ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მათი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის წყალობით". აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინისადმი მუდმივი მხარდაჭერა და მიაწოდა უახლესი ინფორმაცია უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)