|
2022-08-22 17:51:42, 1228 ნახვა
მსოფლიო
პუტინი - დარია დუგინას სიკვდილი საზიზღარი და სასტიკი დანაშაულია
საზიზღარმა, სასტიკმა დანაშაულმა შეაჩერა დარია დუგინას სიცოცხლე,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. მისი თქმით, დუგინა პატიოსნად ემსახურებოდა ხალხს, სამშობლოს და მან დაამტკიცა, რას ნიშნავს იყო რუსეთის პატრიოტი. „საზიზღარმა, სასტიკმა დანაშაულმა შეაჩერა დარია დუგინას სიცოცხლე. ნათელი, ნიჭიერი ადამიანის, რომელსაც ნამდვილი რუსული გული ჰქონდა - კეთილი, მოსიყვარულე და ღია. ჟურნალისტი, სწავლული, ფილოსოფოსი, სამხედრო კორესპონდენტი. იგი პატიოსნად ემსახურებოდა ხალხს. მან საქმით დაამტკიცა, რას ნიშნავს, იყო რუსეთის პატრიოტი”,- განაცხადა პუტინმა. შეგახსენებთ, რომ 20 აგვისტოს, ღამით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირის, ალექსანდრ დუგინის შვილი მოსკოვთან ახლოს, მანქანაში ააფეთქეს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკმა თქმით, ეს მკვლელობა მოწმობს რუსეთის შიგნით ძალაუფლებისთვის და სხვადასხვა ჯგუფს შორის გავლენისთვის ბრძოლას. ამასთან, მომხდართან დაკავშორებით კიევის ჩართულობას უარყოფს. გარდა პოდოლიაკისა, დუგინას სიკვდილს ასევე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა. მისი თქმით, თუ უკრაინული კვალის ვერსია თუ დადასტურდება, მაშინ შეძლებს, საუბარს კიევის მხრიდან სახელმწიფო ტერორიზმის პოლიტიკაზე. გარდა ამისა, დარია დუგინას მკვლელობა თავის თავზე რუსეთის ეროვნულ რესპუბლიკურმა არმიამ აიღო. ამასთან, როგორც უსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში აცხადებენ, დარია დუგინას მკვლელობა უკრაინის სპეცსამსახურების მიერ იყო მომზადებული, ხოლო შემსურლებელი კი უკრაინის მოქალაქე, ნატალია ვოვკია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)