|
2022-08-22 12:17:25, 944 ნახვა
მსოფლიო
„რუსული სამყაროს“ მთავარი იდეოლოგის დუგინის ქალიშვილის ლიკვიდაცია - დასახელდა ავტომობილის აფეთქების მიზეზი
მანქანას, რომელსაც მკვლელობამდე „რუსული სამყაროს“ მთავარი იდეოლოგის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილი დარია მართავდა, დაედევნენ ადამიანები, რომლებსაც „უპიროვნო ტელეფონები“ ჰქონდათ. ასაფეთქებელი ნივთიერების გაღვივება შეიძლებოდა ერთ-ერთი ანონიმური ტელეფონის ზარით,- აღნიშნულის შესახებ საკუთარ ვერსიას „Mash Telegram“ არხი ავრცელებს. მათი ცნობით, გამოძიება დუგინასთან ერთად მანქანის აფეთქების ასეთ ვერსიასაც განიხილავს. „ბილინგის მიხედვით ვიმსჯელებთ, ისინი მიჰყვნენ დარიას სავარაუდო სამთო ადგილიდან აფეთქების ადგილზე. მკვლელობის შემდეგ ტელეფონები გაქრა ქსელიდან", - ნათქვამია სტატიაში. შეგახსენებთ, რომ 20 აგვისტოს, ღამით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირის, ალექსანდრ დუგინის შვილი მოსკოვთან ახლოს, მანქანაში ააფეთქეს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკმა თქმით, ეს მკვლელობა მოწმობს რუსეთის შიგნით ძალაუფლებისთვის და სხვადასხვა ჯგუფს შორის გავლენისთვის ბრძოლას. ამასთან, მომხდართან დაკავშორებით კიევის ჩართულობას უარყოფს. გარდა პოდოლიაკისა, დუგინას სიკვდილს ასევე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა. მისი თქმით, თუ უკრაინული კვალის ვერსია თუ დადასტურდება, მაშინ შეძლებს, საუბარს კიევის მხრიდან სახელმწიფო ტერორიზმის პოლიტიკაზე. გარდა ამისა, დარია დუგინას მკვლელობა თავის თავზე რუსეთის ეროვნულ რესპუბლიკურმა არმიამ აიღო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)