|
2022-08-21 14:03:04, 1108 ნახვა
მსოფლიო
შოიგუ - რუსეთის იზოლაციის მიღწევა ძალიან რთულია
რუსეთის იზოლაციის მიღწევა ძალიან რთულია,- ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა. მისი თქმით, მუდმივი ხმამაღალი განცხადებები რუსეთის იზოლაციის შესახებ იმის მაჩვენებელია, რომ ეს ასე სულაც არ არის. „მუდმივი ხმამაღალი განცხადებები რუსეთის იზოლაციის შესახებ იმის მაჩვენებელია, რომ ეს ასე სულაც არ არის. საერთოდაც, ამის მიღწევა ძალიან რთულია, რადგან უმსხვილესი ბირთვული სახელმწიფოა თავისი ფართობითა და ტერიტორიით. ეს არის ქვეყანა მოწინავე მეცნიერებით, კარგად განვითარებული მრეწველობით, სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსებით",- განაცხადა შოიგუმ. მისივე თქმით, „ბევრს იმედი ჰქონდა, რომ „სპეციალური ოპერაცია" რაიმე სახით იმოქმედებს საწარმოების რაოდენობაზე, კომპანიებზე, რომლებიც მონაწილეობენ ფორუმში „არმია 2022“. „გეტყვით, რომ მეგობრები დარჩნენ მეგობრებად. მათზე ყველა მხრიდან განხორციელებულმა უძლიერესმა ზეწოლამ ვერ იმოქმედა“,- დასძინა შოიგუმ. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ". რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)