|
2022-08-21 13:10:44, 1113 ნახვა
მსოფლიო
ინდოეთში მეწყერს და წყალდიდობას სულ მცირე 50 ადამიანი ემსხვერპლა
ინდოეთის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ პროვინციებში მეწყერს და წყალდიდობას სულ მცირე 50 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გასული სამი დღის განმავლობაში, ინდოეთის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ პროვინციებში ძლიერმა წვიმებმა წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. სტიქიებმა ასობით სოფელში სახლები წალეკეს, რის შედეგად მოსახლეობა ღია ცის ქვეშ დარჩა. მათივე ცნობით, განსაკუთრებით რთული ვითარებაა ინდოეთის ჩრდილოეთით, ჰიმჩალ-პრადეშის შტატში, სადაც მეწყერმა და წყალდიდობამ 36 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ოთხი ადამიანი დაიღუპა და 13 დაკარგულად ითვლება მეზობელ უტარაკჰანდის შტატში. ძლიერმა წვიმებმა ინდოეთის აღმოსავლეთით მდებარე ოდიშას და ჯარხანდის შტატებში სულ მცირე 15 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. წყალდიდობის და მეწყერის შედეგად 800 ათასზე მეტ ადამიანს მოუწია საკუთარი სახლების მიტოვება. 120 ათასი ადამიანი თავშესაფრებშია გადაყვანილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)