|
2022-08-20 16:48:38, 1411 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის საგარეო - მოვუწოდებთ ვენის მთელ დიპლომატიურ საზოგადოებას ბოიკოტი გამოუცხადოს რუსეთის ელჩს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ავსტრიას, გააძევოს რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ვენაში, მიხაილ ულიანოვი, უკრაინელების განადგურების მოწოდების გამო. აღნიშნულოს შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა. ნიკოლენკოს თქმით, რუსეთის ელჩი პერსონა ნონ გრანტად უნდა გამოცხადდეს. „რუსეთის ელჩი, მიხაილ ულიანოვი მოუწოდებს უკრაინელი ხალხის განადგურებას. ეს გენოციდის ენა არ უნდა იყოს შეწყნარებული. მოვუწოდებთ ვენის მთელ დიპლომატიურ საზოგადოებას ბოიკოტი გამოუცხადოს ულიანოვს და ავსტრიას, როგორც მასპინძელ ქვეყანას, გამოაცხადოს ის პერსონა ნონ გრატად", -წერს ნიკოლენკო. ცნობისთვის, ულიანოვმა Twitter-ის გვერდზე გაავრცელა პასუხი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ, რომელოც ეხებოდა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს. ელჩმა დაწერა „არავითარი შეწყალება უკრაინის მოსახლეობას“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)