17:21 - 23 May, 2026
|
2022-08-20 14:14:13, 1128 ნახვა
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთი - რუსეთს არ აქვს მორალური უფლება დაესწროს G20-ის სამიტს
რუსეთს არ აქვს მორალური უფლება დაესწროს G20-ის სამიტს,- აღნიშნულის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ. მათივე ცნობით, ბრიტანეთი მიესალმება ინდონეზიის ძალისხმევას, რომ "დიდი ოცეულის" შეხვედრებზე რუსეთის ომის შედეგების განხილვა უზრუნველყოს. „რუსეთს არ აქვს მორალური უფლება, იჯდეს G20-ის სამიტზე, მაშინ, როდესაც მისი აგრესია უკრაინაში გრძელდება. ჩვენ მივესალმებით ინდონეზიის ძალისხმევას, რუსეთის ომის შედეგები განხილული იყოს G20-ის შეხვედრებზე, ისევე, როგორც შესაძლებლობას, რომ G20-ის სამიტზე უკრაინა პრეზიდენტმა ზელენსკიმ წარმოადგინოს",- აცხადებენ სამინისტროში. შეგახსენებთ, რომ სამიტს წელს ინდონეზია უმასპინძლებს. დადასტურებულია, რომ კრემლის ლიდერის გარდა, მას ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინ პინიც დაესწრება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)