|
2022-08-20 10:59:59, 1046 ნახვა
მსოფლიო
პორტუგალია რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას ეწინააღმდეგება
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის მეექვსე თვეს პორტუგალია რუსი ტურისტების ევროკავშირში შესვლის აკრძალვას ეწინააღმდეგება. აღნიშნულის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. სამინისტროს განცხადებით, აუცილებელია ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებისა და რუსეთის არმიის გამიჯვნა. „სანქციების მთავარი მიზანი რუსული სამხედრო მანქანის დასჯა უნდა იყოს და არა რუსი ხალხის",- განაცხადეს სამინისტროში. ცნობისთვის, 8 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა ევროკავშირს დახუროს შენგენის ზონის საზღვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემის აკრძალვას მხარი დაუჭირა ხუთმა ქვეყანამ: ესტონეთმა, ლიტვამ, ჩეხეთმა, ფინეთმა და დანიამ. სიის პირველმა ქვეყანამ უკვე დანერგა შესვლის შეზღუდვა. ამავდროულად, ლატვია განიხილავს შესაძლებლობას გააუქმოს ვიზები და ბინადრობის ნებართვები რუსებისთვის, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინის წინააღმდეგ ომს. 14 აგვისტოს პოლონელმა დიპლომატებმა განაცხადეს, რომ მუშაობენ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვაზე. ამ საკითხზე გადაწყვეტილებები შესაძლოა უახლოეს კვირებში იყოს მიღებული. 18 აგვისტოს დანიამ გამოაცხადა, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილების მიუხედავად, რუსებზე ვიზების გაცემას შეზღუდავს. ამასთან, 18 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ რუსებს ფინეთის ვიზისთბის 5 თვე მოუწევთ ლოდინი. 2022 წლის 19 აგვისტოს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებს გააუქმონ რუსებისთვის გაცემული შენგენის მრავალჯერადი ვიზები. საერთო აკრძალვას ეწინააღმდეგებოდნენ კვიპროსი, საბერძნეთი და გერმანია. კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ „ეს არის არა რუსი ხალხის ომი, არამედ ეს პუტინის ომია".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)