|
2022-08-19 11:11:16, 1074 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის სამხედრო მეთაური ამბობს, რომ ღაზას სექტორზე ბოლო იერიშისას „მესამე ქვეყანას“ დაარტყეს
ისრაელის სამხედრო მეთაურმა ავივ კოჰავიმ აღიარა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა აგვისტოს დასაწყისში ღაზას სექტორში ბრძოლის დროს, „მესამე ქვეყანას“ დააარტყეს. კოჰავი ერს ან სამიზნეს არ ასახელებს, მაგრამ არაბული მედია იტყობინება, რომ ირანელები და ლიბანელები დაიღუპნენ იემენში, ჰუტისების ბანაკში ამ თვის დასაწყისში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად. ”ათი დღის წინ ისრაელის თავდაცვის ძალებმა დიდი სიზუსტით დაარტყეს ტაისირ ჯაბარის, რომელიც არის მთავარი ტერორისტი”, - თქვა კოჰავიმ ადგილობრივი ხელისუფლების ფედერაციის კონფერენციაზე, რაც გულისხმობდა პალესტინის ისლამური ჯიჰადის ჩრდილოეთის მეთაურს, რომელიც ოპერაცია Breaking Dawn-ის დარტყმებისას მოკლეს. „ამავდროულად [IDF-მა] ჩაატარა დაპატიმრების ტალღა [დასავლეთ სანაპიროზე] და ამავე დროს თავს დაესხა მესამე ქვეყანას და ახორციელებდა თავდაცვას ქვეყნის დანარჩენი საზღვრების გასწვრივ“, - თქვა კოჰავიმ. კოჰავი არ ასახელებს „მესამე ქვეყანას“, რომელზეც 5-8 აგვისტოს ბრძოლაში ერიში განხორციელდა.თუმცა, არაბულენოვან მედიაში ნათქვამია, რომ 7 აგვისტოს სულ მცირე ექვსი ირანელი და ლიბანელი მრჩეველი დაიღუპა იემენის ბანაკში, რომელსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხე ჰუტისების ჯგუფი მართავდა. იემენში სამოქალაქო ომი 2014 წელს დაიწყო. ჰუსიტებმა დედაქალი სანა დაიკავეს. საუდის არაბეთის მიერ გაძღოლილი კოალიცია რამდენიმე თვის შემდეგ ომში ჩაერთო, რათა საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის კონტროლი აღედგინათ.
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
ივანკა ტრამპზე თავდასხმის მომზადების ბრალდებით ირანის IRGC-ს გაწვრთნილი ტერორისტი დააკავეს
სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ლევან ახობაძეს პატიმრობა შეეფარდა
სუს-ის თანამშრომელი საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)