|
2022-08-17 13:27:39, 1094 ნახვა
მსოფლიო
შოლცმა განმარტა, რატომ აგრძელებს პუტინთან კომუნიკაციას
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დიალოგის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, პუტინმა უნდა იცოდეს, თუ რას ითხოვს მთელი მსოფლიო მისგან. როგორც Dagens Nyheter წერს, გერმანიის ლიდერმა აღნიშნა,რომ პუტინმა შეტყობინებები პირადად უნდა მიიღოს და უკრაინის წინააღმდეგ ომზე პასუხისმგებლობა პირადად აიღოს. „ჩემი მკაფიო მესიჯი მას [პუტინს] არის ის, რომ მისი სტრატეგია უკრაინაში არ იმუშავებს. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი დროდადრო ცვლის კურსს. მაგრამ პუტინმა უნდა იცოდეს რას ვითხოვთ მისგან. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის პრეზიდენტთან დიალოგი უნდა გაგრძელდეს,სანამ რუსეთი გონივრული პირობებით არ დადებს მშვიდობის შეთანხმებას, მე ვერ ვხედავ იმის შესაძლებლობას, რომ ურთიერთობის ნორმალიზაციაზე ფიქრი დავიწყო,“ - განაცხადა შოლცმა. შეგახსენებთ, რომ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა, დასავლეთის ლიდერებს მოუწოდა შეწყვიტონ პუტინთან საუბარი . მისი აზრით, ასე რუსი დიქტატორი გრძნობს, რომ ყურადღების ცენტრშია. თავის მხრივ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკიმ მკაცრი კრიტიკით ისაუბრა მაკრონის მიმართ, რომელიც კვლავ ცდილობს პუტინთან „დალაპარაკებას“. პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრიმინალებთან მოლაპარაკებას არ აწარმოებენ - მას ებრძვიან .
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
ივანკა ტრამპზე თავდასხმის მომზადების ბრალდებით ირანის IRGC-ს გაწვრთნილი ტერორისტი დააკავეს
სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ლევან ახობაძეს პატიმრობა შეეფარდა
სუს-ის თანამშრომელი საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)