2022-08-16 17:29:23, 1963 ნახვა
ომი უკრაინაში
NYT - ყირიმის სამხედრო საწყობში აფეთქებები ელიტარულმა უკრაინულმა ქვედანაყოფმა მოაწყო
The New York Times-ის ცნობით, 16 აგვისტოს, დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე ჯანკოის მახლობლად მდებარე ტექნიკისა და საბრძოლო მასალის საწყობში მომხდარი ძლიერი აფეთქებები „უკრაინის ელიტარული სამხედრო შენაერთის მიერ“ იყო ორგანიზებული.
მედიამ ეს ინფორმაციაა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გაავრცელა.
"მებრძოლები მოწინააღმდეგის ხაზებს მიღმა მოქმედებდნენ. თუმცა, ოპერაციის დეტალები და მით უმეტეს, დანაყოფის დასახელება არ ხმაურდება,"- იუწყება NYT.
უკრაინულ მხარეს აფეთქებებში მონაწილეობა არ დაუდასტურებია. თუმცა, ოფიციალურმა პირებმა მიანიშნეს, რომ სამხედრო საწყობის განადგურება შემთხვევითი ინციდენტი არ იყო.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრიი ერმაკმა Telegram-ზე ყირიმის და სახელმწიფოს სხვა ოკუპირებული ტერიტორიების„დემილიტარიზაციის“ გაგრძელების შესახებ განაცხადა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,