16:04 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-10 12:48:05, 1108 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირმა და ბრიტანეთმა რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტი შეწყვიტეს

ევროკავშირმა და ბრიტანეთმა რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტი შეწყვიტეს. აღნიშნულის შესახებ ინფრომაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ევროკავშირის ემბარგო რუსული ქვანახშირის იმპორტზე შეტანილი იყო სანქციების მეხუთე პაკეტში, რომლის თანახმადაც, აგვისტოდან ნახშირისა და სხვა მყარი წიაღისეული საწვავის შესყიდვა სრულად აიკრძალება, ამასთან, აკრძალულია ასევე მისი იმპორტი ან ტრანსპორტირება ევროკავშირში, თუ მათ ექნებათ რუსული წარმომავლობა ან ექსპორტირებული იქნება რუსეთიდან.

გარდა ამისა, ევროპული ემბარგოს დაწესება რუსეთისთვის წელიწადში დაახლოებით რვა მილიარდი ევროს შემოსავლის დაკარგვას გამოიწვევს და გავლენას მოახდენს მისი ნახშირის იმპორტის მეოთხედზე.

შეგახსენებთ, რომ 21 ივლისს, ძალაში შევიდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის ცვლილება, რომელიც კრძალავს ქვანახშირის იმპორტს. ეს ცვლილება კრძალავს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, ქვანახშირისა და ოქროს ნაწარმის იმპორტს, ასევე ამ საქონლის პირდაპირ თუ ირიბად შეძენასა და მიწოდებას.

ამავდროულად, 9 აგვისტოს, ძალაში შევიდა ევროკავშირის გეგმა ევროკავშირის მასშტაბით გაზის მოხმარების 15 პროცენტით შემცირების შესახებ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს-ის თანამშრომელი საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს
მერია არ გასცემს ნებართვას 26 მაისის აქციისთვის სცენის მოსაწყობად
კალიფორნიაში ქიმიური ნივთიერების დაღვრის გამო 40 000-ზე მეტი ადამიანი იქნა ევაკუირებული
23-25 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics