11:10 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-29 16:03:58, 1780 ნახვა

ომი უკრაინაში
მზად ვართ მარცვლეულის ექსპორტისთვის - ზელენსკი ოდესაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი   საპორტო ქალაქ  ოდესაში ჩავიდა და მარცვლეულის ექსპორტის პროცესს პირადად გაეცნო. მარცვლეულით თურქული გემის ჩატვირთვა კომერციულ საზღვაო ნავსადგურ "ჩერნომორსკში" მოხდა. პრეზიდენტის თქმით, ომის დაწყებიდან პირველი ექსპორტის განხორციელება იმაზე მიუთითებს, რომ პორტმა მუშაობა დაიწყო.

პრეზიდენტმა ამ ნაბიჯით გამოხატა მზადყოფნა  მარცვლეულის შეთანხმების განხორციელებისადმი.

'ჩვენ მზად ვართ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის. ველოდებით ჩვენი პარტნიორების სიგნალებს ტრანსპორტირების დაწყებასთან დაკავშირებით.ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიყოთ მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების გარანტი. მაშინ, როდესაც ვიღაც, ბლოკავს შავ ზღვას, იპარავს სხვა სახელმწიფოების სიცოცხლეს, ჩვენ მათ ვაძლევთ გადარჩენის შესაძლებლობას,"- განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის ქალაქ  სტამბოლში ხელი მოეწერა ინიციატივას თურქეთს, რუსეთს, უკრაინასა და გაეროს შორის უკრაინული საკვების ზღვით ექსპორტზე მუშაობის შესახებ.შეთანხმების ხელმოწერიდან მეორე დღეს რუსეთმა დაარღვია ის ოდესის პორტის დაბომბვით, რაც დაგმო გაერომ, ევროკავშირმა და აშშ-მ,  ანკარამ კი მხარეებს მიღწეული შეთანხმებების შესრულებისკენ მოუწოდა .

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics