14:32 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-28 15:59:08, 1310 ნახვა

მსოფლიო
სენატი ითხოვს, რომ საქართველოსა და სხვა ქვეყენბში ჩადენილი ქმედებებისთვის, რუსეთი ტერორიზმის სპონსორად გამოაცხადონ

ამერიკის სენატმა ერთხმად დაამტკიცა  რეზოლუცია , რომელიც მოუწოდებს სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს,  რუსეთი ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად გამოაცხადოს ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში განხორციელებული ქმედებებისთვის, რამაც გამოიწვია „უთვალავი უდანაშაულო მამაკაცის, ქალის სიკვდილი.“

პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ღიად უჭერს მხარს ამ ნაბიჯს. თუმცა, ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს გამოცხადების უფლება სახელმწიფო დეპარტამენტს აქვს.

 სენატის მიერ მიღებული რეზოლუცია აძლიერებს ზეწოლას ბაიდენის ადმინისტრაციაზე, რათა რუსეთი დაემატოს ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოთა სიას, რომელშიც შედის კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და სირია. 

„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა სიკვდილით დასაჯეს უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობა და ცდილობდნენ დაფარონ მათი სისასტიკე უკრაინაში მასობრივი საფლავებით“, - ნათქვამია სენატის კანონპროექტში.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი  მთელი ომის განმავლობაში ამტკიცებს, რომ რუსეთის ძალებმა ჩაიდინეს სასტიკი ქმედებები მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ, მათ შორის გაუპატიურება, მკვლელობა და წამება,  რაც ტერორიზმს უტოლდება.

 
 
 
 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალიფორნიაში ქიმიური ნივთიერების დაღვრის გამო 40 000-ზე მეტი ადამიანი იქნა ევაკუირებული
23-25 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
შევარდნაძის დაცვის სამსახურის ყოფელ უფროსს პაპაშვილს ოცნება ყაზბეგში ორ ჰესს აშენებიებს
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი დიუშენით დაავადებულ ბავშვებზე - დრო გადამწყვეტი ფაქტორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics