|
2022-07-22 15:24:08, 1284 ნახვა
მსოფლიო
რუსეთი და უკრაინა შავი ზღვის პორტების გახსნის შესახებ შეთანხმებას ხელს მოაწერენ
პარასკევს, რუსეთი და უკრაინა ხელს მოაწერენ შეთანხმებას შავი ზღვის პორტების გახსნის შესახებ, რათა მარცვლეული ექსპორტი განხორციელდეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთი და გაერო ავრცელებს. რუსეთი და უკრაინა, ორივე მსოფლიოში საკვების უმსხვილესი ექსპორტიორი, გაგზავნიან თავიანთ ინფრასტრუქტურისა და თავდაცვის მინისტრებს სტამბოლში, ხელმოწერის ცერემონიალზე. კრემლმა დაადასტურა, რომ თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ხელს მოაწერს თურქეთისა და გაეროს შუამავლობით მიღებულ შეთანხმებას, რამდენიმე საათის შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდომირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ელოდება, რომ მისი ქვეყნის საზღვაო პორტები მალე განიბლოკება. ცერემონიას გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და თურქეთის პრეზიდენტი ტაიპ ერდოღანი დაესწრებიან. რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ბლოკადამ გააუარესა გლობალური მიწოდების ჯაჭვის შეფერხება და, მოსკოვის მიმართ დაწესებულ დასავლეთის სანქციებთან ერთად, გამოიწვია საკვებისა და ენერგიის ფასების მაღალი ინფლაცია მას შემდეგ, რაც რუსული ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)