|
2022-07-22 10:07:56, 943 ნახვა
მსოფლიო
ლუკაშენკო - დავასრულოთ ეს არეულობა, არ არის საჭირო ბირთვული ომის უფსკრულისკენ წასვლა
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო მიიჩნევს, რომ რუსული აგრესიის დასრულება უკრაინაზეა დამოკიდებული, რომელიც მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დაჯდეს და დაპირდეს, რომ რუსეთს არ დაემუქრება. როგორც ლუკაშენკომ სამთავრობო მედიასთან საუბრისას განაცხადა, ამ მოცემულობაში ომის დასრულება, შესაძლოა, უკრაინისთვის უფრო მისაღები პირობებით მოხდეს. "ყველაფერი (ომის დასრულება - რედ.) უკრაინაზეა დამოკიდებული. ახლა იმ მომენტის თავისებურებაა, რომ ეს ომი შეიძლება დასრულდეს უკრაინისთვის უფრო მისაღები პირობებით.უნდა შევჩერდეთ, მივაღწიოთ შეთანხმებას, დავასრულოთ ეს არეულობა, ოპერაცია და ომი უკრაინაში. მოდით, გავჩერდეთ და შემდეგ გავარკვიოთ, როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება. არ არის საჭირო უფრო შორს წასვლა, უფრო შორს ბირთვული ომის უფსკრულია“, - განაცხადა ლუკაშენკომ. შეგახსენებთ, რომ 12 ივლისს ლუკაშენკომ კიდევ ერთხელ გამოაცხადა, რომ ნატო აპირებდა რუსეთზე თავდასხმას „უკრაინისა და ბელარუსის გავლით“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)