13:51 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-19 16:05:02, 1178 ნახვა

მსოფლიო
პოლონეთმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან 28 ერთეული Abrams-ის ტანკი მიიღო

პოლონეთმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან 28  ერთეული Abrams-ის ტანკები მიიღო. ამის  შესახებ პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ეს არის აპრილში გაფორმებული ხელშეკრულების პირველი ეტაპი, რომელიც პოლონეთისთვის თანამედროვე ვერსიის 250 ტანკის მიწოდებას გულისხმობს.

„28 ერთეული Abrams-ის ტანკები პოლონეთში ტანკერების მოსამზადებლად ჩავიდნენ", - თქვა ბლაშჩაკმა.

მინისტრმა გამოთქვა იმედი, რომ ეს მანქანები მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჯავშანს.

მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის დროს რუსეთი აქტიურად იყენებს ჯავშანტექნიკას და არტილერიას „ამიტომ, ჩვენთვის დაზღვევა მსოფლიოში საუკეთესო და თანამედროვე ტანკების სახით იქნება რუსი აგრესორის დაშინების გარანტია“.

მან ასევე გაიხსენა, რომ ახლახანს პოლონეთმა შეუკვეთა დამატებითი 116 ძველი თაობის Abrams-ის ტანკი შეერთებული შტატებიდან, რომლებსაც შეიარაღებული ძალები მომავალ წელს მიიღებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შევარდნაძის დაცვის სამსახურის ყოფელ უფროსს პაპაშვილს ოცნება ყაზბეგში ორ ჰესს აშენებიებს
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი დიუშენით დაავადებულ ბავშვებზე - დრო გადამწყვეტი ფაქტორია
ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივეს
EU-ის საელჩო ადასტურებს ფორმულას ინფორმაციას, რომ პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics