15:43 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-19 10:18:02, 1356 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - შესაძლოა, უსაფრთხოების სამსახურიდან კიდევ 28 პირი გავათავისუფლო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ  უსაფრთხოების სამსახურიდან  კიდევ 28 თანამდებობის პირის გათავისუფლება დაანონსა.

ზელენსკიმ უკვე გაათავისუფლა ორი მაღალი თანამდებობის პირი ბრალდებების გამო, რომ მათ დაქვემდებაში „რუსეთის თანამშრომლები და მოღალატეები“ იყვნენ.

"უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) „პერსონალის აუდიტი“ მიმდინარეობს და 28 ოფიციალური პირის თანამდებობიდან გადაყენება გადაწყდა.სხვადასხვა დონეები, ფოკუსირების სხვადასხვა სფეროები. მაგრამ მიზეზები მსგავსია - მუშაობის არადამაკმაყოფილებელი შედეგები,“- განაცხადაზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა SBU-ს ხელმძღვანელი ივან ბაკანოვი და გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა, ასობით სისხლის სამართლის საქმის გამო, რომლებიც  ღალატისა და რუსეთთან თანამშრომლობის გამო არის აღძრული.

„ომიდან ექვსი თვის შემდეგ, ჩვენ ვაგრძელებთ ამ ადამიანების გამოვლენას თითოეულ ამ უწყებაში“, - თქვა ანდრი სმირნოვმა, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილემ. ანალიტიკოსების თქმით, ეს ნაბიჯები მიზნად ისახავს ბატონი ზელენსკის კონტროლის გაძლიერებას არმიაზე და უსაფრთხოების სააგენტოებზე, რომლებსაც ხელმძღვანელობდნენ ადამიანები, რომლებიც დაინიშნენ რუსეთის შემოჭრის დაწყებამდე, 24 თებერვალს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics