13:51 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-18 14:33:42, 1063 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანი ირანს ეწვევა, სადაც ვლადიმერ პუტინს შეხვდება

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 18-19 ივლისს ებრაჰიმ რაისის მიწვევით ირანს ეწვევა, სადაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც იქნება. 

იმავე დღეს, ერდოღანი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაესწრებიან ასტანას ფორმატში მეშვიდე სამმხრივ შეხვედრას, რომელსაც ირანის პრეზიდენტი უმასპინძლებს.

ერდოღანი და რაისი 19 ივლისს თეირანში თურქეთ-ირანის მაღალი დონის თანამშრომლობის საბჭოს მეშვიდე შეხვედრას უხელმძღვანელებენ.

ორმხრივი ურთიერთობების გარდა, განხილული იქნება რეგიონული და გლობალური საკითხებიც.

„თურქეთი-ირანის ურთიერთობების ყველა ასპექტი და პოტენციური ნაბიჯები, რომლებიც გააძლიერებს ორმხრივ თანამშრომლობას, განიხილება საბჭოს სხდომაზე, რომელიც გაიმართება შესაბამისი მინისტრების მონაწილეობით“, - ნათქვამია განცხადებაში.

სამიტის ფარგლებში თურქეთის პრეზიდენტი ასევე ორმხრივ შეხვედრას გამართავს რუს კოლეგასთან.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შევარდნაძის დაცვის სამსახურის ყოფელ უფროსს პაპაშვილს ოცნება ყაზბეგში ორ ჰესს აშენებიებს
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი დიუშენით დაავადებულ ბავშვებზე - დრო გადამწყვეტი ფაქტორია
ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივეს
EU-ის საელჩო ადასტურებს ფორმულას ინფორმაციას, რომ პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics