|
2022-07-07 11:38:17, 886 ნახვა
მსოფლიო
ბორის ჯონსონმა პირველად აღიარა, რომ კგბ-ს ყოფილ აგენტს, ალექსანდრე ლებედევს, ოფიციალური პირების გარეშე შეხვდა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა პირველად აღიარა, რომ კგბ-ს ყოფილ აგენტს ალექსანდრე ლებედევს, ოფიციალური პირების გარეშე, პირადად შეხვდა. მისი თქმით, შეხვედრა შედგა 2018 წლის აპრილში, იტალიურ სასახლეში, როდესაც ის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. როგორც ჯონსონმა მინისტრებს განუცხადა, მხარეებმა რუსეთთან უსაფრთხოების მდგომარეობა განიხილეს. შეკითხვაზე, შეატყობინა თუ არა იმჟამინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბორის ჯონსონმა საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ პირებს ვიზიტის შესახებ, ჯონსონი პასუხობს: "ვფიქრობ, მე აღვნიშნე, დიახ". გასულ თვეში, კანადამ ალექსანდრე ლებედევს ეკონომიკური სანქციები დააკისრა და ომის „პირდაპირი ჩართვაში“ დაადანაშაულა, რის გამოც მან დატოვა Independent-თან დაკავშირებული კომპანიის დირექტორის თანამდებობა. კანადის გარდა, სხვა არც ერთ ქვეყანას არ დაუწესებია სანქციები კგბ-ს ყოფილი აგენტისთვის, მათ შორის არც ბრიტანეთს. აღსანიშნავია, რომ ბორის ჯონსონის პოზიცია პრემიერობის რანგში, მის რეიტინგთან ერთად, სულ უფრო დაუცველად გამოიყურება. მას უკვე არაერთმა მინისტრმა გამოუცხადა უნდობლობა. ბოლო დღეების განმავლობნაში, თანამდებობა დატოვა სახაზინო ხაზინის მინისტრმა, ჯონ გლენიმ, იუსტიციის მინისტრმა, ვიქტორია ატკინსმა და სასოფლო ინოვაციისა და კლიმატის ადაპტაციის მინისტრმა, ჯო ჩერჩილი. ასევე, ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა, რიში სუნაკმა და ჯანდაცვის მინისტრმა, საჯიდ ჯავიდმა. მინისტრებს გადადგომის კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებიათ, მაგრამ Reuters-ის ცნობით, მინისტრების გადადგომა მოხდა მას შემდეგ, რაც ჯონსონი გამოვიდა ტელევიზიით, რათა ბოდიში მოეხადა კრისტოფერ პინჩერის დანიშვნის გამო, რომელსაც ბრალი ედებოდა მისი ორი კოლეგის შევიწროებაში. ასევე, 6 ივნისს დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის წევრებმა პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს უნდობლობა გამოუცხადეს კარანტინის პერიოდში დარღვეული წესების გამო. გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ 2020 და 2021 წლებში წვეულებები იმართებოდა ოფისში საკარანტინო ზომების დაცვის გარეშე, რომელიც მთავრობამ შემოიღო მთელ ბრიტანეთში კორონავირუსის გამო. მონაწილეები დაჯარიმდნენ. ჯონსონმა აღიარა დანაშაული , ბოდიში მოიხადა და გამოაცხადა მზადყოფნა გადაიხადოს ჯარიმა. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, პრემიერმა ნდობა მიიღო და თანამდებობა არ დატოვა. უნდობლობის გამოცხადების დასაწყებად კონსერვატორებს თემთა პალატაში დეპუტატების 15%-ის ხელმოწერა უნდა შეეგროვებინათ .
ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივეს
EU-ის საელჩო ადასტურებს ფორმულას ინფორმაციას, რომ პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივა
ცხინვალის რეგიონში მიმდინარეობს რუსი პროპაგანდისტის ძებნა, რომელიც მდინარე ლიახვში ჩავარდა
ზელენსკი „ასოცირებული წევრობის“ იდეას უსამართლოდ მიიჩნევს - Reuters
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)